თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პომპეოს დასახვედრად ემზადებიან. დაახლოებთ ერთ საათში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში იქნება. პომპეოს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი, საქარველოს ელჩი აშშ-ში, ასევე აშშ-ს ელჩი საქართველოში, დახვდებიან.
ოფიციალურ შეხვედრებს კი მაიკ პომპეო ხვალიდან დაიწყებს. ხვალ ის საქართველოს პრეზიდენტს პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს შეხვდება.
მოლაპარაკება გაიმართება არასამთავრობო სექტორთანაც, სადაც განხილვის მთავარი თემა გაყალბებული არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის მიერ, ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა იქნება.
ამ ეტაპზე განრიგში არ შედის ოპოზიციასთან შეხვედრა, თუმცა ხვალ, მაიკ პომპეოს ოპოზიციის მდუმარე პროტესტის ნახვა დედაქალაქის ქუჩებში შეეძლება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ოპოზიციის ლიდერები იმედს გამოთქვამენ რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები მიიტანენ პომპეომდე იმ მთავარ გზავნილს, რომელიც 2020 წლის არჩევნებს ეხება.
გაყალბებულ არჩევნებს ხელისუფლების ოპონენტები სწორედ ამ ფორმით გააპროტესტებენ.
იმ ფაქტს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მხოლოდ ხელსუფლების წარმომადგენლებს ხვდება, მკაცრად აკრიტიკებს და 'შეცდომას" უწოდებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი.