აშშ-ის სახლწიმფო მდივანი თბილისის აეროპორტიდან სასტუმრო "შერატონში" მივა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახლწიმფო მდივანი, თბილისის აეროპორტიდან სასტუმრო შერატონში მივა. მაიკ პომპეო, საქართველოში ვიზიტის ორ დღეს,  სწორედ ამ სასტუმროში გაატარებს და ოფიციალური შეხვედრების დიდი ნაწილიც, ამავე სასტუმროში გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ არაოფიციალური ვიზიტების შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში ცნობებს არ ავრცლებს. 

ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს საქართველოს ყოფილი ელჩი  აშშ-ში.

"აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებშია საქართველომ შეინარჩუნოს დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი. ეს არის ის რაც რუსეთს აღიაზიანებს." - ამბობს ბათუ ქუთელია და აქვე ამატებს, რომ რთული სათქმელია მისთვის ზუსტად რა გზავნილი ექნება მაიკ პომპეოს და შეეხება თუ არა საუბარი ამერიკულ ბაზებს საქართველოში, რაზეც აღნიშნული იყო ღია წერილში, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა სახელმწიფო მდივნის სახელზე გამოაქვეყნეს. 

მაიკ პომპეოს ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ს ყოფილი ელჩი საქარველოში, იან კელი ტვიტერით ეხმაურება და შეცდომას უწოდებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს მდუმარე აქცია-პერფორმანს მართავს ოპოზიციაც.  დილის 11 საათიდან, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცოცხალ ჯაჭვში ჩადგებიან და ამ ფორმით შეეცდებიან სახელმწიფო მდივანს გააგონონ, რომ სქართველოში არჩევნები გაყალბდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი