ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პომპეომ გაიგოს, როგორ კრიზისშია ქვეყანა - ოპოზიცია "ლელოს" ოფისში შეიკრიბა

გამოქვეყნდა:

ხვალინდელი დღის დეტალების შესათანხმებლად ოპოზიცია "ლელოს" ოფისში შეიკრიბა - მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ისინი მდუმარე აქციისთვის ემზდებიან. 

ხვალ, დილის 11 საათიდან, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცოცხალ ჯაჭვში ჩადგებიან და ამ ფორმით შეეცდებიანს სახელმწიფო მდივანს გააგონონ, რომ სქართველოში არჩევნები გაყალბდა.

"ფაქტობრივად, ქვეყანაში გაგვიუქმდა დემოკრატიული პროცესი. პომპეოს ვიზიტი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მას ექნება გზავნილები როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის, მათ შორის, საზოგადოებისთვისაც", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მაიკ პოპეოსთვის ისედაც ცნობილია, რა მოხდა 31 ოქტომბერს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებმა "ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მან გაიგოს, როგორ კრიზისშია ქვეყანა" - ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. 

"მოხარული ვარ, რომ პომპეოს შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რადგან მათ იციან როგორი დარღვევებით ჩატარდა არჩევნები", - თქვა ნინო ბურჯანაძემ

თავის მხრივ, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ "ოცნებას" საკმარისი ხმები აქვს მთავრობის შესადგენად და ეს ხალხის ნების შედეგია. 

"ილუზია, რომ კოალიცია მთავრობა შედგებოდა, დარჩა ილუზიად. "ოცნებას" მხარი დაუჭირდა 40%-ზე ბევრად მეტმა მოქალაქემ, ანუ ჩვენ საკმარისი ხმები გვაქვს მთავრობის შესადგენად", - ამბობს "ოცნების" ერთერთი ლიდერი, თეა წულუკიანი

ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამორინდება და ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება. გარდა ამისა,  აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება და საუბრის მთავარი თემა თავისუფალი სასამართლო იქნება. 

ოპოზიცია ვიზიტის დროს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა, Washington Examiner წერს, რომ მაიკ პომპეომ საქართველოს ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს. მათივე თქმით, მთავარი საწუხარი გახარიას უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი