ხელოვნება კატასტროფის ზღვარზეა -კულტურის სამინისტროს ხელოვანების არ ესმის

გამოქვეყნდა:

მაყურებელი სავარაუდოდ ვერც წელს შეძლებს თეატრში მისვლას, ეს ნიშნავს რომ ვერც დასის წევრები დაუბრუნდებიან საქმიანობას და კიდევ ბევრი ადამიანი ვინც თეატრში მუშაობს - გადაწყვეტილება სახელმწიფომ მიიღო.

მოლოდინის რეჟიმში უწევთ ცხოვრება ქართველ მუსიკოსებსაც - ისინი ვინც დახურულ ან ღია სივრცეებში ხშირად ასრულებდნენ, ამის შესაძლებლობაც კი აღარ აქვთ, შესაბამისად არც შემოსავალი. ერთერთ მიზეზად ე.წ კომენდანტის საათს ასახელებენ და ამავდროულად იმისაც, რომ მთავრობას მათი არ ესმის. 

პრობლემებით წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელოვანებმა ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. გაჩნდა კითხვები რა საჭიროა ამ სამინისტროს სათაურში კულტურა, როდესაც უწყება კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხელს არ უწყობს. 

ქართველი ხელოვანები სახელოვნებო სივრცეების გახსნას ელოდებიან, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ არის როდის გაიხსნება ქვეყანაში კულტურა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი