ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელია პოლიციის მხრიდან მისი საარჩევნო შტაბის დაწვის საქმის მიჩქმალვის მცდელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სამართალდამცველები ხელს აფარებენ ძმებს შუკაკიძეებს.
ნიკა მელიამ უკვე ორი დღეა აკეთებს განცხადებებს, რომ სწორედ შუკაკიძეების მითითებით დაწვეს მისი ოფისი. მისივე თქმით შუკაკიძეები კალაძე- კობიაშვილთან დაახლოებულ პირები არინ ამის გამო მათ პასუხს არავინ სთხოვს.
ფორმალურად ხო ვართ მეორე ტურში და არჩევნები მიმდინარეობს? დაწვეს შტაბი და არაფერი? იარაღით დარბის კალძის ძმაკაცი და არაფერი? ამ ლევან შუკაკიძეზე ვნადირობ. ტელეფონიც მაქვს, კრიმპოლის ყველამ თანამშრომელმა ხო იცის ვინც არის? გლდანელ პოლიციელებს მივმართავ, ხო იცით ვინ არის ეს შუაკიძე? - ამბობს მელია "ღამის მთავარში".
ოპოზიციის ლიდერი შუკაკიძეების ადვოკატების პრესკონფერენციასაც ეხმაურება, სადაც უფლებადმაცველებმა ნიკა მელია ცილისწამებაში დაადანაშაულეს და ჩივილით დაემუქრნენ:
დღეს საერთოდ საოცრება გააკეთეს. "კანონიერმა ქურდმა" პრესკონფერენცია მომიწყო და ვითომ "კანონიერი ქურდი" მზად არის სარჩელი შეიტანოს სასმართლოში...
ნორმალურია ის, რომ მე, პოლიტიკოსი ვეძებ ამ შუკაკიძეს? დავსდევ და ლაჩარივთ დაძვრება კორპუს-კორპუს და პოლიცია ვითომ არაფრის საქმის კურსში არ არის. ვიცი სადაც ცხოვრობს, სადაც გადაადგილდება და გამოვიჭერ აუცილებლად" ამბობს ნიკა მელია
ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი გლდანში, 16 ნოემბრის გამთენიისას დაწვეს. შენობაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეყარეს