სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

გამოქვეყნდა:

მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტს აჯამებს. სახელმწიფო მდივანმა თბილისიდან გამგზავრების შედეგ ტვიტერზე დაწერა რომ პრემიერ გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა, სადაც  თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამერიკელი მაღალჩინოსნისგან განსხვავებით, საქართველოში უარყოფენ რომ შეხვედრაზე არჩევნებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს უთხრა, პომპეო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში არ ჩარეულა და გახარიასთან შეხვედრაზე არჩევნებზე არ უსაუბრია.

არ ყოფილა ასეთი, პირდაპირი ჩარევა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია, აშშ კი არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მოუწოდებს ყველა აქტორს, დარჩეს პოლიტიკურ ჭრილში, რომ პროცესები წარიმართოს სამართლებრივ ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, აშშ საქართველოს შინაურ საქმეებში ვერ ჩაერევა და არც არის ეს მათი სურვილი, მათი სურვილია, ჩვენს ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, რადგან მხოლოდ სტაბილურობას შეუძლია ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა, - ამბობს დავით ზალკალიანი

შეგახსენებთ, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმყოფებოდა. ის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.   

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი