მაიკ პომპეო ტვიტერზე საქართველოში ვიზიტის შესახებ მორიგ პოსტს ავრცელებს.
"ავფრინდით საქართველოდან, ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მტკიცე, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა არის მყარი საფუძველი საერთო ფასეულობებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულების", - წერს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ტვიტერზე.
მაიკ პომპეო ტვიტერზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრასაც გამოეხმაურა.
ასევე, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ტვიტი გაავრცელა, რომ სამოქალაქო საზოგდოების წევრებთან მისი შეხვედრა სასიამოვნო იყო.
მაიკ პომპეომ ტვიტერზე,სალომე ზურაბიშვილთან სტუმრობაზეც დაწერა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით მოხარულია.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, საქართველო უკვე დატოვა.