ისნის საოლქო კომისის თავმჯომარეს თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეში ორი ჩვენება დევს, მათგან ერთის ავტორი, ზაალ ზაალიშვილია. ამ ჩვენებების საფუძველზე გობეჯიშვილის ორი უახლოესი მეგობარი დააკავეს. თავად ზაალიშვილი, რომელიც ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში, საარჩვენო პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, ახლა ისინის საოლქო კომისიის დროებით წევრად დაინშნა.
დაკავებულების, აკაკი კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის ოჯახის წევრებისთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
"მგონია, რომ საზოგადოებრივმა ვნებათაღელვამ გამოიწვია მხოლოდ ის, რომ დღეს თედოს პოზიციაზე არ დაინიშნა ზაალიშვილი. უსინდისოდ გაწეული სამსახურისთვის რაზეც ზაალიშვილი წავიდა, როცა გაცდა ყველანაირ მორალს მას უნდა მიეღო ამისთვის საფასური და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს უნდა ყოფილიყო თედოს თანამდებობა. თუმცა, ის წახალისება დღეს მცირეოდენია იმ ფონზე რაც მან იკადრა და გააკეთა", - ამბობს, აკაკი კობალაძის ცოლი, სოფო სოსელია.
მისი ვარაუდით, ზაალ ზაალიშვილს მომავალშიც დააწინაურებენ.
"რამდენად "დაუფასეს" ზაალიშვილს ამ დანიშვნით, მე უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორ სრულიად უდანაშაულო ადამიანს, დააბრალა მათი ფაქრიურად მეგობრის, ოჯახის წევრის მკვლელობა. არ აპატიეს აკაკის, რომ წინა დღით ეთერში იყო", - ამბობს აკაკი ხუსკივაძის ცოლი, ნათია მეტონიძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ზაალიშვილის საოლქო კომისიის დროებით წვერად დანიშვნა სუს-ის მიერ მის დაჯილდოვებაზე მიუთითებს.
"გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ ისნის საოლქოს თავმჯოდმარის თანამდებობაზე ფიქრია ნიკოლაიშვილი დაინიშნა, რომელიც ქართული ოცნების შტაბის წევრის მეუღლეა. ასე აჯილდოვებს რეჟიმი იმ ადამიანებს, ვინც კომუნისტურ, საბჭოთა საჩივრებს წერს ადამიანებზე", - თქვა ხატია დეკანიძემ.
თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები ისნის საოლქო კომისიის წევრები ოპოზიციიდან, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.
შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.
გამოძიება სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.
პარალელურად ხელისუფლებამ მისთვის ჩვეულ მეთოდებს მიმართა და აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ, დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო.