ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი არ ადასტურებს რომ მხარდამჭერებისთვის გლდანის ერთ ერთ რესტორანში სუფრა გაშალა.  

განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რამდენიმე ტელეარხის საშუალებით,  მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია ჩემსა და ჩემი საქმიანობის შესახებ.
ჩემთვის, მიუღებელია ის ძალიან სუსტი, შეთითხნილი და ზოგ შემთხვევაში სასაცილო ბრალდებები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მესმის ტელეარხებიდან.
აღნიშნული ერთადერთ რამეს, მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას ემსახურება.
წარმოუდგენელია ასეთი დოზით დეზინფორმაციის გავრცელება!
ახლა ვუყურე ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტს ჩემ შესახებ, თითქოს რესტორანში სუფრებს ვუშლი ქართული ოცნების მხარდამჭერებს.
ეს არის მორიგი ტყუილი,  ცილისწამება და არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს. 
სამარცხვინოა! - წერს კობიაშვილი.

შეგახსენებთ რომ, ტელევიზიებმა რამდენიმე საათის წინ, გლდანში ერთ ერთ რესტორანში "ქართული ოცნების" ცნობილი აქტივისტები და მხარდამჭერები გადაიღეს, რომლებმაც ასევე უარყვეს, რომ რესტორანში კობიაშვილმა დაპატიჟა და ამტკიცებდნენ, რომ რუსული მუსიკის ფონზე იქ, 4 წლის ბავშვის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი