ცოტა ხნის წინ დასრულა ევროკავშირის ელჩის, კარ ჰარცელის შეხვედრა "ერთიანი საქართველოს" ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან. შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ახალი არჩევნებსი ფონზე აქციების შეწყვეტა. მისი თქმით, ახალი არჩევნების გარანტორები ფასილიტატორი ელჩები იქნებიან.
"ელჩებს ძალიან კარგად ესმით რამდენად მძიმეა ქევეყანაში პოლიტიკური სიტუაცია, სწორედ ამიტომ არიან შეწუხებულები და ხარჯავენ ამდენ დროს. ეს არ არის ელჩების პირდაპირი საქმე, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, მაგრამ იძულებულები არიან წამოვიდნენ ამაზე, რომ ქვეყაანში პოლიტიკური კრიზისი განმუხტონ და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. პოლიტიკურმა კლასმა გაითავისა, რომ ახლა ნებისმიერი შეცდომა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ნიშნავს მოსახლეობის მხარდაჭერის აბსოლუტურ დაკარგვას", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა პოლიტიკური კლასის განადგურებაა და ახლა ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ჩვენი პარტიის პოზიცია არის მყარი, ჩვენ ცალკე ფორმატში შევხვდებით ელჩებს, სხვა პარტიებთან ერთად, ოცნების წარმომადგენლებთან ერთად თუ რაიმე სხვა ფორმატში, პოზიცია არის ურყევი. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევენებს და არ გვინდა დავუშვათ ფაქტი, რომ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება", - თქვა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება.