ევროკაშის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან იდივიდუალურ შეხვედრებს ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც შეუერთდა. მისი თქმით, პოზიტირუი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და გამოსავლის მოძებნას ცდილობენ, ხოლო რა უნდა იყოს კომპრომისი, ეს მათი გადასაწყვეტია.
"ძალიან პოზიტიური ნიშანია რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და ცდილობენ გამოსავალი იპოვონ. ვფიქრობ ეს ნამდვილად პოზიტიურია. ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა არ უნდა გადაწყვიტონ, საკითხი საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. პოლიტიკოსები მუშაობენ იმისთვის რომ ეს საკითხი გადაიჭრას. ჩვენ მზად ვართ შეძლებისდაგვარად მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციულ საუბარს. [რა შეიძლება იყოს კომპრომისი] ეს ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ", - თქვა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრები ამ დრიოსთვისაც გრძელდება. შეხვედრა უკვე დაასრულეს "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ და "ლებორისტების" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.