იგნორი, იგნორი და მხოლოდ და მხოლოდ იგნორი - ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის ლიდერების საერთო გადაწყვეტილებით არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ხვალ, 21 ნოემბერს, საპროტესტო აქციები არ გაიმართება. ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.

"ჩვენ ვიმსჯელეთ იყო სხვადასხვა იდეა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით რომ ხვალ 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშივლის რეჟიმი არქვევს მეორე ტურს ეს არის სრული იგნორი. ჩვენ აქ გვინდა არანაირად შევიდეთ რაიმე ტიპის კოლიზიაში ამომრჩეველთან მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ამომრჩეველი ის არის ჩვენი მოაქალაეები ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს მერო რტური არის ათავიდან ბოლომდე ფიქცია, იმისთვის , რომ ივანიშვილმა "გაიპრავოს" 31 ჩადენილი ძალადობა და გაყალბება ამიტომ საზოგადოების ყველაზე სწორი რეაქცია ისევე როგორც მთელი პოლიტიკური სპექტრის რეაქცია ამასთან დაკავშირებით არია - იგნორი, იგნორი და მხოლოდ და მხოლოდ იგნორი", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა.

არჩევნების მეორე ტურს "ენმ"-ს ერთერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საბჭოთა საქართველოში დაბრუნება უწოდა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს. 

შეგახსენებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნები ხვალ, 21 ნოემბერს გაიმართება. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი