ხელისუფლება და ოპოზიცია მესამე რაუნდის მოლოდინში - პარტიებმა კომპრომისს ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებთნ ოპოზიციის ლიდერების ცალცალკე შეხვედრის შემდეგ ნათელი ხდება, რომ ახლა ჯერი "ქართულ ოცნებაზეა". მოლაპარაკების პროცესში ჩართული 9 პარტიის ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა პოზიცია - არჩევნების შედეგების აღიარება და პარლამენტში შესვლა არ იქნება - "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს კომპრომისული ვარიანტი უნდა შესთავაზოს.

ოპოზიციასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები დილიდან დაიწყო. მოლაპარაკების  მესამე რაუნდისთვის მთავარი შუამავლები ყველა ოპოზიციურ პარტიას ცალ-ცალკე, ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა. 

ოპოზიცია კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავლად "ოცნებას" მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის 6 თვით ვადის გახანგრძლივებას სთავაზობს. ეს ინიციატივა დღეს ელჩებთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ წარადგინა, რომელიც ამ ფორმატში მოლაპარაკებაზე პირველად იყო მიწვეული.  "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ფიქრობს რომ საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებაზე ისევ ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა იმუშაოს და რიგგარშე არჩვენები რამდენიმე თვის შემდეგ დაინიშნოს.

"ცესკოს" ადმინისტრაცია რომ  შესაცვლელია და იგივე საკანონმდებლო  ბაზით არჩევნების ჩატარება დაუშვებელია, ამ პოზიციას ელჩებთან შეხვედრის მონაწილე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იზიარებენ. 

პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის "ქართული ოცნება" რომ გარდამტეხ კომპრომისზე რომ არ მიდის, ეს მმართველი პარტიის ლიდერების განცადებებიდან კარგად ჩანს. ოცნების გენერალური მდივანი ოპოზიციას ისევ პასუხისმგებლობაზე ელაპარაკება და პარლამენტში შესვლას ურჩევს.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, კი, ოპოზიციას ემუქრება, რომ მანდატებზე უარს ვერ იტყვიან, რადგან ივანიშვილის გუნდი ოპონენტებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა 8 ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი. ეს პარტიებია: "ერთიანი საქართველო", "ლეიბორისტული პარტია", "გირჩი", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "პატრიოტები", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა".

რამდენიმე წუთში ელჩებს "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც შეხვდება. 

ცნობისთვის, ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით,პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები  გამოსავლის მოძებნას ერთად ცდილობენ, ხოლო რა უნდა იყოს კომპრომისი, ეს მათი გადასაწყვეტია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი