რესეთში 1 დღეში COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩევენებელი დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის კორონავირუსის მართვის ცენტრის მონაცემებით, შაბათს ქვეყანაში ვირუსის 24 822 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გარდაიცვალა დამატებით 467 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული დღიური ზრდაა. 

ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქად რჩება მოსკოვი, სადაც 7 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც დედაქალაქისთვის ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

21 ნოემბრის მონაცემებით, რუსეთში ჯამში კორონავირუსის 2 064 748 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 35 778-ს შეადგენს.

კორონავირუსული შემთხვევების საერთო რაოდენობა რუსეთში 21 ნოემბრის მდგომარეობით 2 064 748.

რუსეთი კვლავ რჩება კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ხუთეულში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი