დროებითი მოთავსების იზოლატორში, მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებულისთვის, ბრალის წარდგენის პროცედურა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ლევან ზურაბაშვილის აღკვეთზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პროკურატურა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.
იარაღის ტარების ნაწილში კი ზურაბაშვილს ბრალდება მოეხსნა, რადგან ბალისტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ზურაბაშვილს იარაღი არ იყო ცეცხლსასროლი.
ადვოკატები სასამართლოს არასაპატიმრო ღონისძიების შუამდგომლობით მიმართავენ. ისინი იმ ერთადერთი მუხლის მოხსნასაც ითხოვენ, რომელიც ზურაბაშვილს აქვს წაყენებული.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ლევან ზურაბაშვილი თავადაც გეგმავს საზოგადოებისთვის მიმართვის გავრცელებას - სავარაუდოდ ხვალ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა.