უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე 30 დღიანი კარანტინი ცხადდება.
როდიდან ამოქმედდება შეზღუდვები, ზუსტი თარიღი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონდერლეინმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
გარე სამყაროსთან ერთად, ევროკავშირის ისტორიაში პირველად იკეტება საზღვრები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.
განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომელმაც ზოგიერთი ქვეყანა გააკრიტიკა. ის ამბობს, რომ ეს ქვეყნები საკმარისსარ აკეთებენ კორონავირუსის შემთხვევების აღმოჩენისა და მისი გავრცელების შესაჩერებლად.