დედოფლისწყაროში პოლიტიკური ნიშნით 5 მუშა სამსახურიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

დედოფლისწყაროში საგზაო სამსახურში დასაქმებული 5 მუშა თანამდებობიდან ოპოზიციის მხარდამჭერისა და მათ აქციებში აქტიური მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს.

ერთ-ერთი გათავისუფლებული ნუგზარ ირემაძეა, რომელიც "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ სამსახურიდან სრულიად უარგუმენტოდ, მისი პოლიტიკური გემოვნების გამო, ერთი კვირის წინ გამოუშვეს.

"8 წელი ვიყავი "ქართული ოცნების" მომხრე, ვერაფერი შედეგი ვერ მივიღე მაგათი და ახლა არჩევნებზე გადავედი "ნაციონალების" მხარეს, გაიგეს და 5-კაციანი ბრიგადა ვიყავით და გაგვათავისუფლეს ყველა, დაგვტოვეს უმუშევრები. აქციებზე მხარდამჭერი ვიყავი "ნაციონალების" და მაგის გამო, ეტყობა", - ამბობს ნუგზარ ირემაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თანამშრომლებს გათავისუფლებით დაემუქრა "აგარის" ქარხნის ხელმძღვანელობაც, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი