ამერიკელი დიპლომატი, ენტონი ბლინკენი, დიდი ალბათობით, შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი იქნება.
ბლინკენმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, 25 სექტემბერს CBC NEWS-სთან მიცემულ ინტერვიუში ბაიდენის საგარეო პოლიტიკის კურსზე ისაუბრა და მასში საქართველოც ახსენა.
"ბაიდენი ხელს შეუშლის პუტინის აგრესიას. ამასთან, გააძლიერებს NATO-ს, რათა ის გაუმკლავდეს გამოწვევებს კიბერსივრცეში, საგარეო საკითხებში და დაეხმაროს ძლიერი უსაფრთხოების უზრუნველყოფით ისეთ ქვეყნებს, როგორებიც საქართველო, უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებია", - ამბობს ენტონი ბლინკენი.
ცნობილია, რომ 58 წლის ბლინკენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი მისი სახელმწიფო მდივნად დანიშვნის შესახებ ოფიციალურად 24 ნოემბერს გამოაცხადებს.