რუსეთი ქართველი სამხედროების დაკავებითა და გასამართლებით იმუქრება - საგამოძიებო კომიტეტის სკანდალური დასკვნა  

გამოქვეყნდა:

კრემლის მორიგი პროვოკაცია - მოსკოვმა სისიხლის სამართლის საქმეები აღძრა იმ პირების მიმართ, ვინც ალექსანდრ​ ფიოდოროვის მტკიცებით, „სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა".

რუსთის საგამოძიებო კომიტეტმა დაზარალებულად აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთის 5 000-ზე მეტი მცხოვრები და რუსი სამხედრო მოსამსახურეები

ფიოდოროვის მტკიცებით, იმ პირებს ვინც "გენოციდში" მონაწილეობდა მალე დააკავებენ და სასამართლოს გადასცემენ.  

"სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ დანაშაულის ადგილზე მოცემულ ფაქტებზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და შეკრებილია მტკიცებულებები ქართული მხრიდან კაცობრიობის მიმართ მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. გარდა ამისა, დადგენილია პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ გენოციდში. ადრე თუ გვიან, მათ დააკავებენ და  საქმეები გადაეცემა სასამართლოს“ - ამბობს ფიოდოროვი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სკანდალურ დასკვნაზე ოფიციალურ თბილისს განმარტება არ გაუკეთებია. "ოცნების" ხელისუფლება დუმს.

ქართველი გენერლები, რომლებიც 2008 წლის ომში მონაწილეობდნენ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერი და მათ არ აქვთ იმედი, რომ "ოცნება" საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და ჯარისკაცებს დაიცავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი