ჯანდაცვის მინისტრის შემცვლელზე უკვე ღიად საუბრობენ. ივანიშვილის ოჯახის პირადი სტომატოლოგი ვერ აღმოჩნდა ეფექტური კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში. 

თავად ტიკარაძე კატეგორიულად უარყოფს რომ თანამდებობიდან უშვებენ. 

ვინც ტიკარაძე უნდა შეცვალოს იმავე სამინისტროს თანამშრომელია -  ამირან გოგიტიძე დღემდე სამედიცინო უზრუნველყოფისა და სასწრაფოს გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსია. გოგიტიძე იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მძიმე პაციენტები სასწრაფოს საათობით რომ ელოდებიან.

ჯანდაცვაში მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად ამირან გოგიტიძეს არავინ იცნობს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პანედემიასთან ბრძოლაში მთელი მთავრობა დამარცხდა, პასუხისმგებლობა კი გახარიას მინისტრთა კაბინეტმა სრულად უნდა აიღოს. მათი თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მთელი მენეჯმენტია შესაცვლელი, ვინც მილიონობით ლარი და დრო მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის გაფლანგა.

მინისტრობის თითქმის 2 წლიანი პერიოდი ტიკარაძისთვის იმდენად წარუმატებელია რომ უკვე ღიად ლაპარაკობენ მის სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე - კორუფციული გარიგებები და არამიზნობრივი ხარჯი ამ დანაშაულების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ამბობს რომ მძიმე დანაშაულში ტიკარაძე მარტო არ არის.

ეკატერინე ტიკარაძის პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხს აყენებს კლინიკების გაერთიანების ხელმძღვანელიც.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი