ეკრანიდან კუბოებით გვემუქრებოდნენ, ეს კუბოები დღეს უკვე არის - ექსპერტები ჯანდაცვის სისტემაზე

გამოქვეყნდა:

სპეციალისტები ქვეყანაში კოვიდპანდემიის ისევ არაეფექტურ მართვაზე საუბრობენ. მათი აზრით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უშედეგოა, რასაც პაციენტებით გადავსებული კლინიკებიც ადასტურებს. ისინი ფიქრობენე, რომ ხშირ შემთხვევაში რეაგირება არასწორია. 

"იმ დროს როცა ჩვენ კუბოებით ეკრანიდან გვემუქრებოდნენ, ეს კუბოები დღეს არის უკვე. ჩაკეტვაზე, ყოველ ახალ გამკაცრებაზე საუბარი არაფერია, თუ არა დეკლარილება, რომ ჩაფლავდა ჯანდაცვის სისტემა. ვიმკით იმ ქრთამისტულ, კორუფციულ შედეგებს რაც 8 თვის განმავლობაში, ამირან გამყრელიძემ და მისმა წრემ შეძლო და გააკეთა", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ჩალაძე. 

ექსპერტი სერგო ჩიხლაძე კი ამბობს, რომ მთავრობას არაერთი რეკომენდაცია გაუგზავნეს სხვადასხვა პლატფორმებიდან, თუმცა არცერთი არ გამოიყენეს. მისი აზრით, ერთადერთი გამოსავალი მთავრობის ცვლილებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი