ვიცით, რომ აქციები იყო ვირუსის გავრცელების წყარო - ცქიტიშვილი

გამოქვეყნდა:

ვიცეპრემიერი, მაია ცქიტიშვილი, კორონავირუსის ბოლოდროინდელ სტატისტიკასა და რეკორდულ მაჩვენებლებს ოპოზიციის აქციებს უკავშირებს.

"ვირუსის გავრცელების წყაროა უპასუხისმგებლო აქციები. არც მოუწოდებნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ პირბადე გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ აქტივობებს, სადაც არანაირი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით - მოწოდებაც კია, რომ არ დაიცვან წესები, ვირუსი ვრცელდება და ამას უკავშირდება ბოლო დღეების დინამიკაც. ვიცით, რომ აქციები იყო ვირუსის გავრცელების წყარო. კიდევ ერთხელ ვიტყვი - აქციები და არა პოლიტიკური კამპანია, რომლებიც პირბადეების და დისტანციის გამოყენებით ჩატარდა", - ამბობს ცქიტიშვილი

აქვე გეტყვით - ბოლო 24 საათში დამატებით ინფიცირდა 3 128 ადამიანი და გარდაიცვალა 39 პაციენტი. 

პაციენტები ვერ იღებენ პირველად დახმარებას, ამოწურულია საწოლფონდი, სასუნთქი აპარატებიც; სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ვეღარ გადის გამოძახებებზე - ასეთია ეპიდვითარება საქართველოში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი