"ვირუსი აქციებმა გაავრცელა - ქვეყანაში პოსტ-არჩევნების ეფექტი გვაქვს" - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის მსგავსად, ვირუსის გავრცელებას აქციებს უკავშირებს. 

"მე და ქალბატონ მაიას არსებული ფაქტები გვაძლევს იმის მტკიცების საშუალეაბას, რომ აქციები ვირუსის გამავრცელებელი იყო. მხოლოდ ჩვენი მოსაზრება არაა ეს - არაერთი ქვეყნის მაგალითი ვიცით, სადაც მსგავსმა ქმედებებმა ვირუსი გაავრცელა. საქართველოზე ბევრად ძლიერ ქვეყნებშიც იყო პოსტ-არჩევნების ეფექტი და ჩვენთანაც ასეა",  -ამბობს ტიკარაძე.

შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილმა გამწვავებულ ეპიდვითარებაში კონკრეტულად აქციები დაადანაშაულა და არა წინასაარჩევნო კამპანია: "ვიცით, რომ აქციები იყო ვირუსის გავრცელების წყარო. კიდევ ერთხელ ვიტყვი - აქციები და არა პოლიტიკური კამპანია, რომელიც პირბადეების და დისტანციის გამოყენებით ჩატარდა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი