უხარისხო ტესტები და პირბადეები, Covid აპლიკაცია, რობოტი პეპერი - ვირუსთან "ბრძოლაში" გადაყრილი მილიონები

გამოქვეყნდა:

მთავრობამ საწოლებსა და სასუნთქი აპარატების შეძენაზე რამდენიმე მილიონი ლარი გამოყო, საწოლფონდის განახლება კი ნოემბრიდან დაიწყო, ანუ იმ დროიდან როდესაც დღეში კოვიდინფიცირებულთა როდენობამ სამი ათასს გადააჭარბა. 

რას აკეთებდა მთავრობა ამ თვეების განმავლობაში და რაში დაიხარჯა ის მილიონები, რომელიც ქვეყანამ კოვიდ -19 თან საბრძოლველად მიიღო -  პირველი რაც ტიკარაძის უწყებამ გააკეთა ეს სწრაფი ტესტების შეძენა იყო. 

გადაიხადეს რამდენიმე მილიონი და მალევე გაირკვა რომ ტესტები უვარგისი იყო. ჩინური, საეჭვო კომპანიის წარმოებულ პროდუქციას დაახლოებით 60%-იანი ცდომილება ჰქონდა. 

ამის შემდეგ იყო ქართული წარმოების პირბადეები

უხარისხო პირბადეების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სპეციალური აპლიკაცია შეიმუშავა, რომლის მიხედვით, პროგრამას უნდა ეჩვენებინა ვინ იყო კოვიდინფიცირებული. ამაშიც დიდი ფული დახარჯა, აპლიკაციამ არ იმუშავა. პირველივე დღეს დარეგისტრირებულ მოქალაქეებს უთხრეს რომ სერვერი გადაიტვირთა და პროგრამამ ვერ იმუშავა. 

კიდევ ერთი გენიალური ნაბიჯი - ეკატერინე ტიკარაძის დამხმარე რობოტი პეპერი, რომელიც პრეზენტაციის დღესვე სცენიდან გადავარდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. 

მინისტრი გვიმტკიცებს რომ პეპერი ჯანმრთელადაა და კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობს. 

პარალელურად მილიონებს ხარჯავდნენ სასტუმროებში, სადაც იმ ადამიანებს ათავსებდნენ, ვისი მეზობლის მამიდაშვილის ბიძაშვილსაც კორონა დაუდასტურდებოდა. 

სასტუმროების მეპატრონეები როგორც წესი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები იყვნენ. 

ამ ყველაფერში დაიხარჯა ფული, რომელიც საქართველოს მოსახლოებას მეგობარმა ქვეყნებმა კოვიდ 19- თან ბრძოლისთვის გამოუგზავნეს. 

გაფლანგული მილიონების თვლა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს. საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი უკვე დიდი ხანია ცდილობს მიიღოს ხელისუფლებისგან კონკრეტული მონაცემები, რაში რა დახარჯეს თუმცა უშედეგოდ. ინფორმაცია კონფიდენციალურია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი