პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, შესაძლოა, ერთპარტიული პარლამენტი გვყავდეს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც არცერთი მხარე დათმობაზე არ მიდის, ქვეყანაში რეალურად არსებობს საფრთხე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბოს.

მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. ამ დროის მონაცემებით, ის მხოლოდ ოცნების დეპუტატებით გაიმართება, რაც, ოპოზიციის თქმით, პარლამენტის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს.  

"მონოპარტიულმა პარლამენტმა, შეიძლება, ესე იმუშაოს და ქვეყნის შიგნით რა პრობლემებიც იქნება, ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც გვექნება საერთაშორისო არენაზე. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა მოხდეს ფორმირება საპარლამენტო დელეგაციების, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაემგზავრება", - ამბობს "გირჩის" წევრი, გია ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საქართველო, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის, ლაოსის, კუბის, საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის, ვიეტნამსა და ერითრეასთან ერთად, მერვე ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც 21- ე საუკუნეში ერთპარტიული პარლამენტით იმუშავებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სრულად ოპოზიციური სპექტრი გაყალბებულად თვლის და საკანონმდებლო ორგანოს მანდატებზე უარს ამბობს. ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი