ნამგალი და ურო - ამ შინაარსის სტენსილები დღეს თბილისის ქუჩებში გამოჩნდა.
მძიმე პოლიტიკური ვითარების უკეთ გადმოსაცემად, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამთენიისას თბილისის ქუჩებში სტენსილები გააკრეს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და "ქართული ოცნების" ოფისებთან. მათი თქმით, საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი იქნება ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში იყო.
ნამგლისა და უროს გამოსახვით სამოქალაქო აქტივისტები კიდევ ერთხელ შეეცადნენ, საზოგადოებისთვის ის მძიმე რეალობა ეჩვენებინათ, რაც "ოცნებამ" არჩევნების გაყალბებით და ხელისუფლების მიტაცებით ქვეყანაში შექმნა.
შეგახსენებთ, რომ პირველად ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება.