სეზონური გრიპი ქვეყანაში ჯერ არ არის, პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება კოვიდია - იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დღეში შეიძლება 10 000-მდე ინფიცირებული გვყავდეს. მისივე განცხადებით, სეზონური გრიპი ჯერ საქართველოში არ არის და დღეს რაც არის მათი 90% კორონავირუსია.

"სეზონური გრიპი ჯერ არ არის. ამაზე მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს, გუშინდელი მონაცემებით, მთლიანად გაციებით მიმდინარე დაავადებები, დღეს რაც არის, მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია ძალიან ცოტა და თითო-ოროლა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია. ასევე არის ცოტათი რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის კოვიდი", - თქვა პაატა იმნაძემ. 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით 2 ვერსიას განიხილავენ და კონრეტული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. 

ტიკარაძის თქმით, 2 კვირიანი პერიოდის შეფასებით შემდეგ მეტად გამაკცრებულ სქემას მიიღებენ, ან პრიქით შეამსუბუქებენ. ამ პეიროდის განმავლობაში კი ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას დააკვირდებიან. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი