აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება. ცოტა ხნის წინ დატოვეს რეზიდენცია "ევროპული საქართველოსა" და "გირჩის" ლიდერებმა.
დავით ბაქრაძე და ზურა ჯაფარიძე ამბობენ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ, ეს იყო მოსამზადებელი შეხვედრა ელჩთან.
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და ვადამდელი, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნებს აყენებენ.
დავით ბაქრაძე კომპრომისის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ის ამჟამად მოქმედმა პარლამენტმა უნდა დანიშნოს.
რაც შეეხება მცდელობას ქართული ოცნების მხრიდან, მოისყიდოს ვინმე ოპოზიციიდან იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეს, ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ასეთი მცდელობები წარუმატებელი იქნება
კრიზისიდან გამოსავალს ხედავენ იმაში, რომ როგორმე რამდენიმე დეპუტატი იქნება მუქარით თუ მოსყიდვით როგორმე პარლამენტში შეიტყუონ, ეს აჩვენებს რამდენად უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს. უშედეგოა ყველაფერი და ოპოზიცია არის ერთსულოვანი - ამბობს დავით ბაქრაძე.
ამჟამად აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ენმ-ს ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა იმყოფებიან. დღესვე დაგეგმილია აუდიენცია გიორგი ვაშაძესა და ალეკო ელისაშვილთან.
შეხვედრები აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში: