ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ამ წუთებში შეხვედრას "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მართვენ. შეხვედრას, ასევე, ესწრება ევროკავშირის ელჩიც. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი პოზიცია უცვლელია და გამოსავალი მხოლოდ ხელახალ არჩევნებშია.
"არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ, აქედან გამოსავალი, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები. ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომელიც ოცნების მხრიდან იქნება, იქნება უშედეგო", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა სისტემა და დღემდე საუბარია კარუსელებზე, ბიულეტენების გამოტანასა თუ სხვა ტიპის გაყალბებებზე.
შეგახსენებთ, რომ ელჩის რეზიდენცია უკვე დატოვეს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერიმა, შალვა ნათელაშვილმა და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა. ორივე მათგანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლიან.
ამავე თემაზე: