თბილისის მერი ამბობს, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეების კოვიდინფიცირების მიუხედავად, მეტრო არ გაჩერდება. საჭიროების შემთხვევაში კი თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს.
ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“ - ამბობს კალაძე.
შეგახსნებთ, თბილისის მეტროს თანამშრომლების კოვიდინფიცირების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ერთობა 2013-მა" გაავრცელა.
თბილისის სატრანსპორტო კომანიიაში კი ამბობენ, რომ 25 ნოემბრის მონაცემებით კოვიდ ინფექცია სულ 20-მდე მემანქანეს ჰქონდა დადასტურებული.
რამდენიმე წუთის წინ კომპანიის საპსახუდ კიდევ ერთ განცხადება გაავრცელა ერთობა 2013-მა სადაც წერია, რომ ჯამში მეტროს 68 თანამშრომელია კოვდინფიცირებული.