მთავრობა შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს - ბიზნესმენებთან შეხვედრის მორიგი რაუნდი

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენებისა და მთავრობის შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციაში გრძელდება. პრემიერმინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად დღეს კიდევ ერთხელ განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განიხილება წერტილოვანი შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტი.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ქვეყანა პიკში შედის, შესაბამისად, საჭირო და აუცილებელია, წერტილოვანი ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრება იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს. 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, უფრო კონკრეტულად, რა შეზღუდვებს დააწესებს მთავრობა, ხვალ გაირკვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი