ეპიდემიოლოგები აზრზე არ არიან რა ხდება ქვეყანაში-რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებლის ხმაურიანი განცხადება

გამოქვეყნდა:

რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი იმ ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც კოვიდპანდემიის დროს, სარესტორნო სფეროში შეიქმნა, პასუხისმგებლობას ეპიდემიოლოგებს აკისრებს.

შოთა ბურჯანაძე, რომელიც დღეს, მთავრობის კანცელარიაში სხვა ბიზნესმენებთან ერთად, პრემიერთან შეხვედრას ესწრებოდა, ერთადერთი იყო, რომელმაც კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და არა მთავრობის პრესსამსახურთან.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგები იღებენ:

დღეს საქართველოში ეპიდემიოლოგები სამწუხაროდ უფრო მეტს წყვეტენ, ვიდრე კომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი შეუძლიათ ქვეყნისთვის გააკეთონ და დღესდღეობით, თუ რამე დაზიანდება ან უარყოფით ასპექტში იქნება მცირე, საშულო თუ დიდი ბიზნესისთვის, ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეპიდემიოლოგებმა უნდა აიღონ, რომლებც აზრზე არ არიან რა ხდება ქვეყანაში" ამბობს ბურჯანაძე.

პანდემიის დროს, ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი სარესტორნო ბიზნესის მდგომარეობა კიდე უფრო დამძიმდა, რაც თავრობამ 22 საათიდან, რესტორნების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გასართობი დაწესებულებების მუშაობის საათები 16 ოქტომბრიდან თბილისში20 ოქტომბრიდან კი მცხეთაში შეიზღუდა.

შემცირებული შემოსავლების გამო, დამსაქმებლები იძულებული არიან თანამშრომლები გაათავისუფლონ

სარესტორნო სფეროს ნებისმიერი შეზღუდვა წარმოადგენს დღესდღეობით სრულ ლოკდაუნს და ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია, რომ ლოკდაუნი იქნას გამოცხადებული, ვიდრე ისეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომელიც უბრალოდ თვითლიკვიდაციას მოასწავებს - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

ხელისუფლება კი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენების გარდა დღეს ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებიც იმყოფებოდნენ. კონკრეტულად რა სახის შეზღუდვები იქნება სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა, თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სრულ ლოკდაუნს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვების პირობას დებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი