ქვეყანაში კოონავიურისის გავრცელებისა და მოქალაქეების სიღარიბის ფონზე ეკატერინე ტიკარაძის უწყების დაქვემდებარებულმა სიპმა - დევნილთა, ეკომიგრანტთა და სააარსებო წყაროებით უზურნველყოფის სააგენტომ საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე 9 ახალი ავტომობილი შეიძინა. უწყებამ 281 902 ლარის "ფორდ ფიესტა" იყიდა.
"ტიკარაძის უწყებას დაქვემდებარებული სიპი პირადი კომფორტის მიზნით, 2020 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ყიდულობს 9 ახალ ავტომობილს რაშიც ბიუჯეტიდან 281 000 ლარს იხდის, ეს გარდა უპასუხისმგებლობისა არის დანაშაული, თავხედობა და დემონსტრაციული ცინიზმი", - თქვა ენმ-ს წევრმა, გიორგი კაპანაძემ.
გარიგება უწყებამ, შპს ჯი-თი მოტორსთან გააფორმა. ხელშეკრულებას ხელს სიპის ხელმძღვანელი, ბესარიონ სიმონიშვილი და შპს-ს დირექტორი, თემურ უსტიაშვილი აწერენ, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია და 2016 წელს მმართველ პარტიას საარჩევნოდ 60 ათასი ლარი შესწირა.