ქვეყანა ახლა ღმა კრიზისშია და ხელისუფლებას ერთადერთი გამოსავალი, ქვეყნის ჩაკეტვა დარჩა - ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მოსალოდნე "ლოქდაუნთან" დაკავშირებით ამბობენ, რომ თუ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მან მოსახლეობას უნდა გააცნოს, როგორი იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმაც.
ექსპერტები ამბობენ, რომ აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება და მათ რამდენიმე დღით ადრე მომზადება შეძლონ.
"გარკევული ეფექტი გავრცელების სისწრაფეზე ექნება ამ შეზღუდვებს, თუმცა მთავარია შეზღუდვების პერიოდში, ერთი მხრივ, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა, მეორე მხივრ, ჯანდაცვის სისტემის და ეპიდემიოლოგიური აქტივობის ძალიან გაწერილი და მკაფიო გეგმა. ხელისუფლებამ იმდენად ცუდად გააკეთა ორგანიზება მიაისდან მოყოლებული, რეალურად ლოქდაუნი დატოვა ერთადერთ გამოსავლად, სამწუხაროდ", - ამბობს ექიმი, ვახტანგ კოლოიანი.
მისი თქმით, თუ შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგება, "ლოქდაუნის" შემდეგ ბევრად რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით.
ჯანდაცვის ექსპერტის, ვახტანგ სურგულაძის თქმით, ქვეყანას ახლა "ლოქდაუნი" არ უშველის, რადგან შედეგების მიღებას 2-3 კვირა დასჭირდება და თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მას გაწერილი გეგმა უნდა ჰქონდეს.
"ამ მთავრობას, არ აქვს ამის არც მენტალური რესურსი, არც გამოცდილება და როგორც ვატყობ არც სურვილი. ჩაკეტვა არ გვიშველის. რაში გამოიხატება მათი პასუხისმგებლობა, იმაში რომ ვერ მართეს, შესყიდვები ვერ გააკეთეს?!", - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა ახალ შეზღუდვებს დღეს, 26 ნეომებრს რამდენიმე საათში გააჟღერებს