გაზრდილი ფასები და მინიმუმამდე შემცირებული მყიდველი - ვითარება ქუთაისის ბაზრებში

გამოქვეყნდა:

გაზრდილი ფასები და მინიმუმამდე შემცირებული მყიდველი - ასეთი ვითარებაა ქუთაისის ბაზრებში.  იმერეთში მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდა, ადამიანების გაჭირვება პირდაპირ აისახა აგრალურ ბაზრებზე.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებელი გაჭირვების გამო ბაზარში ვეღარ შედის, იშვიათად შესული მყიდველი კი, ხილსა და ბოსტნეულს ცალობით ყიდულობს. 

ძალიან სიძვირეა, 25 წელია ბაზარში ვმუშაობ და ცალობით კარტოფილი ეყიდოს მყიდველს მე ეს არ მინახავს, ისთი ცუდი მდგომარეობაა. სულ ახალგაზრდა ბიჭებს ხურდებს ტყულად ვატან, მეცოდება - ამბობს ერთერთი მოვაჭრე. 

სკამებისთვის ჩხუბობენ, თორე გაჭირვებული ხალხისთვის ესენი არ ზრუნავენ. წამლების ვერ ვყიდულობ, გაჭირვებული ვარ. ეს არის მთავრობა?! ხალხს სამახურები გაუკეთონ, რომ იმუშაონ, თავის ნამუშევარი ჭამო, მაგათი ქრთამი, დარიგებული ფულები არ გვინდა ჩვენ - ამბობს ერთერთი ადგილობრივი. 

აქვე გეტყვით, რომ მარტის თვიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა $823 მილიონზე მეტი გაყიდა რეზერვებიდან, მათ შორის, დღეს 46 550 000თუმცა ეს ლარის გამყარებას არ შველის. შედეგად, ფასები ყველაფერზე გაიზარდა; მხოლოდ საწვავი ბოლო რამდენიმე კვირაში 5-10 თეთრით გაძვირდა. 

ხორბლისა და ფქვილის გაძვირების გამო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში პური ფასი თითქმის 10 თეთრით გაიზარდა. ასევე 10 თეთრით გაძვირდა ქვეყანაში ბენზინიც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი