ადაპტაცია ოპტიმალური სტრატეგიაა, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისის დასაძლევად - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში დღეში 15-16 ათასი ტესტი კეთდება, ამის პარალელურად კი, გიორგი გახარიას თქმით, შემუშავებულია ახალი კლინიკური მართვის გეგმა. 

"15-16 ათასი ტესტი კეთდება, შემუშავებულია სრულიად ახალი კლინიკური მართვის გეგმა, შეიქმნება ახალი კლინიკები. ჩვენს ექიმებს უფრო მეტი ცდონა აქვთ, როგორ მართონ კოვიდი, ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან და ჩვენ მოქალაქეებთან, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ.

ამიტომ მივეცით თავს უფლება და ვთქვით, რომ ადაპტაცია ოპტიმალური სტრატეგიაა, იმისთვის, რომ ჩვენნაირი ეკონომიკის და ჩვენნაირი ჯანდაცვის მქონე ქვეყანამ მინიმალური დანაკარგით გაიაროს ეს ეპიდემიოლოგირი და ეკონომიკური კრიზისი.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა, ვერც ერთ შემთხვევაში, პირველი - დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს და - დანაკარგის გარეშე ვერ გაივლის.

ჩვენი მიზანია, შეზღუდული რესურსი, რომელიც გვაქვს, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ. ყველაფერთან ერთად აქტიურ პოლიტიკურ პროცესში მოგვიწია შესვლა, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი მდგენელია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის. ერთეული ქვეყნებია ევროპაში, რომელთაც მსგავსი პანდემიის დროს არჩევნები ჩაატარეს",  - თქვა პრემიერმინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე. 

ცნობისთვის, 28 ნომებრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. თუმცა, არის სფეროები, რომლებსაც შეზღუდვები არ ეხება - სია შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი