პრემიერი ამბობს, რომ დეპუტატები პარლამენტში ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეიკრიბებიან. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგ, სადაც ახალი შეზღუდვების შესახებ გახდა ცნობილი, მედია დაინტერსდა როგორ მოხდება მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობის განახლება.
დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, არანაირი პრობლემები გადაადგილებებზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი ველოსიპედით. არა მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის. რაც შეეხება აქციებს, საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს - ამბობს გახარია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დღეს ახალი მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 2 თვე გასტანს. გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.