პრემიერმინისტრი პირობას დებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას არავინ შეზღუდავს. 

"რაც შეეხება აქციებს, საქართველო და მისი მთავრობა, გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისიმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც წყინს, როცა შედარება ხდება, სხვადასხვა მიზეზის გამო ყრილობების დაუშვებლობაზე, წესების დაცვის გამო.

არ ვიცი, რა სხვაობაა, ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის?! - გაფრთხილების თვალსაზრისით - არანაირი, ან მაგალითად წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების - არანაირი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ ამ ეპიდემიის რისკი ისაა, რომ სწრაფად და მარტივად ვრცელდება - და მარტივი წესების დაცვაა გამოსავალი, არავინ უკრძალავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ" - თქვა პრემიერმინისტრმა,

გიორგი გახარია ასევე ამბობს, რომ დეპუტატებს არც შეკრების პრობლემა ექნებათ და ზოგი მათგანი პირადი მანქანით, ზოგიც ველოსიპედით მივა პარლამენტში.

პრემიერი ასევე ფიქრობს, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის არაბუნებრივად დიდია ვირუსის გავრცელება, რაც განპირობებულია, "წესების დაცის გარეშე დიდი რაოდენობით ადამიანების ერთად თავმოყრით - ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ"

შეგახსენებთ, დღეს ცნობილიგახდა ის შეზღუდვები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი