გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის არაბუნებრივად დიდია ვირუსის გავრცელება, რაც განპირობებულია, "წესების დაცის გარეშე დიდი რაოდენობით ადამიანების ერთად თავმოყრით - ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ", - ამბობს პრემიერი.
"პოლიტიკური პროცესის მიზეზიც არის, საარჩევნო კაპმანია საკმაოდ მაღალ მობილობას ითვალისწინებს, ეს არის ის, რამაც დღეს მიგვიყვანა, საქართველოსთვის არაბუნებრივ ციფრებამდე"
პრემიერმინისტრმა კითხვაზე, როგორ შეიკრიბებიან დეპუტატები და იქნება თუ არ აქციები, რომელიც დაანონსებულია, გიორგი გახარიამ უპასუხა რომ დეპუტატებს შეკრების პრობლემა არ ექნებათ, ხოლო გამოხატვის თავისუფლებას არავინ შეზღუდავს .
"დეპუტატები ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემის გარეშე შეიკრიბებიან, არანაირი შეზღუდვა გადაადგილებებზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი ველოსიპედით, არამგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის.
თუმცა, რაც შეეხება აქციებს, საქართველო და მისი მთავრობა, გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისიმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომრაც წყინს, როცა შედარება ხდება, სხვადასხვა მიზეზის გამო ყრილობების დაუშვებლობაზე, წესების დაცვის გამო. არ ვიცი, რა სხვაობაა, ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის?! - გაფრთხილების თვალსაზრისით - არანაირი, ან მაგალითად წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების - არანაირი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ ამ ეპიდემიის რისკი ისაა, რომ სწრაფად და მარტივად ვრცელდება - და მარტივი წესების დაცვაა გამოსავალი, არავინ უკრძალავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ" - თქვა პრემიერმინისტრმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვირუსის სწრაფად გავრცელებას ოპოზიცურ აქციებს აბრალებენ მაია ცქიტიშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.
დღესვე ცნობილი გახდა ის შეზღუდვები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან დაწესდება.