შეიძლება ერთი დიდი ღვიძლის გადიდება მიიღოს ამ ხალხმა, სმას გადაყვეს ნახევარი ქვეყანა - უგულავა შეზღუდვებზე

გამოქვეყნდა:

მთავრობის დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ოპოზიციაში მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ გადაწყვეტილებები გაუაზრებელია და ქვეყანა ამით გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავასთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ე.წ კომენდანტს საათის დროის გადმოწევა 1 საათით და ასევე, რას ნიშნავს 3 იანვრიდან 2 კვირით, საყოველთაო არდადეგების გამოცხადება:

აბსოლუტურად გაუგებარია რატომ გადმოიწია ე.წ. კომენდანტის საათმა, რომელზეც რატომღაც მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს და 9 საათიდან დაიწყება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ სადაც კომენდანტი შემოიღეს, ოდენობა ყოველდღიური ინფიცირებების გაიზარდა. მაგალითად საფრანგეთში. 

შეზღუდვებზე საუბრობს, ელაპარაკება მხოლოდ იმ სპეციალისტებს და იმ სპეციალისტებს აზრს ითვალისწინებს, რომლებიც მათი პოლიტიკური მარიონეტები არიან და საუბარი და დისკუსია საჭიროა გაცილები უფრო ფართო ფორმატში, მათ შორის ოპოზიციასთანაც და ეს მარტიდანვე უნდა დაწყებულიყო და ეს შეზღუდვები რომელიც თურმე საახალწლოდ მოიხსნება, რატომ მოიხსნება მაშინ? თუ საჭიროა საახალწლოდაც საჭიროა. პანდემია საახალწლოდ ისვენებს? და მერე უკვე 3 იანვრიდან 2 კვირა მთელი ქვეყანა ისვენებს, ეს რას ნიშნავს? რომ საერთოდ გაჩერდება ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეიძლება პანდემიაზე უარეს ვითარებაში აღმოვჩნდეთ, ერთი დიდი ღვიძლის გადიდება მიიღოს ამ ხალხმა იმიტომ, რომ სმას გადაჰყვეს ნახევარი ქვეყანა. საერთოდ გაუთვლელია ეს ყველაფრი" ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დღეს ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა. ქვეყანა ფაქტობრივად სრულ ლოქდაუნზე გადადის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი