ხშირად ჰოსპიტალში არიან პაციენტები, რომლებიც იქ მხოლოდ ემოციური ფონის გამო წვანან - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთხელ უპასუხა კითხვას დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ყველა კლინიკაში მობილიზებული ჰყავთ ონლაინ კონსულტაციებისთვის ექიმების ჯგუფი და ბინაზე დარჩენილი პაციენტების მონაცემების ანალიზის მიხედვით, მხოლოდ 0,5%-ია ის მოსახლეობა, რომლებსაც ნამდვილად ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია.

"ალბათ მე მომიწევს ვიყო გულწრფელი და ვთქვა შემდეგი, რომ ძალიან ხშირად ჩვენ მოგვმართავენ პაციენტები, აქ რამდენჯერმე ტერმინიც იყო გამოყენებული, რომ როდესაც ერთი ამბავი ავტეხეთ, მას შემდეგ მიგვიღეს საავადმყოფოში, ისე არ მიგვიღეს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მედიას და შემდეგ ვუკავშირდებით ამ ადამიანებს, ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით", - თქვა მან.

ტიკარაძის განცხადეით, ხშირია შემთხვევა, როცა პაციენტები კონკრეტულად რომელიმე საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, ხედს არჩევენ ან სხვა. 

"მე ამით არ ვუარყოფ იმას, რომ შეიძლება კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება, პრობლემას არ გავურბივარ, მაგრამ, ასევე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ მოთავსებული, ამ დროს ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

გარდა ამისა, ტიკარაძის თქმით, მოქალაქეები ხშირად უარს ამბობენ სასტუმროებში გადაყვანაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მათ დამყოლობა გამოიჩინოს რათა მართვა გეგმიურად მოხდეს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი