დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი შეზღუდვების შესრულების შემთხვევაში, იანვრის ბოლოს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორჯერ ნაკლები იქნება.
"თუ ჩვენ ისევ ისეთი დამყოლობა გვექნება და გავუგებთ კარგად ერთმანეთს, რომ სიტუაციი ქვეყანაში ძალიან რთულია, უნდა გავითავისოთ ყველამ და ეს რეგულაციები უნდა შევასრულოთ, მაშინ, დიდი იმედია იმის, რომ ჩვენ არ გვექნება სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ ამ სწრაფ ზრდას და მერე დაიწყება უკუსვლა და სადღაც იანვრის ბოლოსკენ, ჩვენ დიდი ალბათობით, უნდა ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ორჯერ და უფრო მეტად ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის. ეს არის დღეს ყველა ამ შემზღუდავი ღონისძიების მიზანი, - ამბობს ამირან გამყრელიძე
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ახალი შეზღუდვები გახდა ცნობილი, რომელიც 28 ნომებრიდან ამოქმედდება.
ჩერდება სათხილამურო ტრასები და საბაგიროები - ახალი შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე.
რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.