დღეს გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტმა წარმოადგინა 2 თვიანი გეგმა, რომელიც არაფერია სხვა თუ არა სრული ლოქდაუნი.
საკოორდინაციო საბჭო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, ქვეყენაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის.
ბიზნესსექტორთან რამდენიმედღიანი კონსულტაციების მიუხედავად მთავრობა არანაირ დათმობაზე არ წავიდა.
28 ნოემბრიდან მოსახლეობას მოუწევს შეეგუოს კრიზისს, რომელიც პირველ რიგში მათ ჯიბეს დაარტყამს.
კონკრეტული შეზღუდვების სია სრულად
შეზღუდვები შემსუბუქდება 1 კვირით - 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები. აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
1 კვირიანი შემსუბუქებული შეზღუდვები 3 იანვრიდან ისევ გამკაცრდება. 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები მთავრობის გადაწყვეტილებით უქმედ გამოცხადდა. ძალაში კი შედის ყველა ის შეზღუდვა რომელიც 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით იყო დამტკიცებული- ისევ არ იმუშავებს სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და ტრანსპორტი.
16 იანვრიდან პირველ თებერვლამდე კი მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები ისევ იმუშავებს, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ შუა კვირაში იქნება მათი საქმიანობა დაშვებული. შაბათ-კვირას ისევ დახურული იქნება ყველა ობიექტი. 16 იანვრიდან ისევ არ იმუშავებს ტრანსპორტი.
რაც შეეხება ნებადართულ საქმიანობას, შეზღუდვები არ შეეხება: სილამაზის სალონებს, სამშენებლო, სარემონტო, ტექმომსახურების ბიზნესს.
შეზღუდვები ამ ორი თვის განმავლობაში გარდა კომენდანტის საათის დროისა (21 სთ - დილის 5 სთ),არ შეეხება მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებას, მათ შორის არც ტაქსით მოძრაობას.
გახარიას მინისტრთა კაბინეტმა წარმოადგინა სოციალური პაკეტი, რომელიც ფინანსურ დახმარებას მოიცავს.
პირველი იანვრიდან 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა, ვინც შეზღუდვების ფონზე სამსახური დაკარგა, თუმცა მათ მოუწევს ოცნების მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმები დააკმაყოფილონ.
4 თვით კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდებიან ოჯახები, რომელთა დავალიანებაც არ აღემატება კონკრეტულ თანხას. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები კი მთავრობისგან მხოლოდ 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ხელისუფლების ეს პაკეტი ჯამში მილიარდ 100 მილიონ ლარს მოიცავს. საიდან დაიხარჯება ეს თანხა და აიღებს თუ არა ხელისუფლება კიდევ ახალ ვალს, ჯერ-ჯერობით უცნობია