თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ 337 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

თურქეთის სასამართლომ 2016 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ 337 სამხედრო ოფიცერს და სამოქალაქო პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.  ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასამართლო პროცესი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. 

გამოძიების მიხედვით, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეებმა ხელში ჩაიგდეს აკინჯის ბაზის საბრძოლო თვითმფრინავი და სამხედრო შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ჰუსული აკარი, სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დაატყვევეს.

დაკავებულებს შორის, 6 პირს სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა. მათ შორისაა სასულიერო ლიდერი ფეთჰიულა გიულენი, რომელიც, გამოძიების მიხედვით, სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.

შეგახსენებთ რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 2016 წელს იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, შეთქმულებს პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მკვლელობის მცდელობაც ჰქონდათ.

ჯამში დაიღუპა 251 ადამიანი და დაშავდა 2000-ზე მეტი. შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს ათასობით ადამიანი.

დაიბომბა დედაქალაქი ანკარა და პალამენტის შენობაც, რასაც 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 200 მოქალაქე.

პრეზიდენტმა ერდოღანმა "ჰიზმეთის" მოძრაობა, რომელსაც ბრალდებული ფეთჰიულა გიულენი უდგას სათავეში, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

გადატრიალების მცდელობის შემდეგ ოფიციალური ანკარა გიულენის ექტრადირებას ითხოვს, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, თუმცა ვაშინგტონი გიულენის გადაცემაზე უარს ამბობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი