ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს აღარ დააფინანსებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიამ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაფინანსება შეუწყვიტა. მშობლებთან საუბრისას ქუთაისის ვიცე მერმა თქვა, რომ პანდემიიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირდება და ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა სრულად ვეღარ დაფინანდება. 

"მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში გვამშვიდებდა ბატონი ირაკლი, 40 წუთი მოანდომა იმის შემოპარებას, რომ რეალურად საფრთხე არსებობს და მისი თქმით ყველაზე ცუდ სცენარში 10%-ის თანადაფინანსება შეიძლება მოგვიხდეს მშობლებს. მიზეზად დასახელდა მომლოდინელთა სიაში ბავშვების რაოდენობა. ქუთაისის ბიუჯეტი შეადგენს 59 მილიონამდე ლარს და 200 000 ლარი ვერ მოძებნეს ამ ბავშვებისთვის", - ამბობს ქრისტინე ხუციშვილი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი. 

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების დაწესებისასთან ერთად მთავრობა 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 100-ლარიან დახმარებას დაპირდა, რომელიც 6 თვე გაგრძლდება.

ნახეთ შეზღუდვების სია სრულად:

28 ნომებრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება - ნახეთ სია სრულად 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი