თბილისის მერმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე პანდემიისა და შეზღუდვების პირობებში მოსახლეობისთვის დახმარებების სია წარმოადგინა.

კალაძის თქმით, "დედაქალაქის მერიამ საშუალება გამონახა" და მათი გადაწყვეტილებით, მოსახლეობა ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში შემდეგი სახის დახმარებებს მიიღებს:

  • ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვები პროდუქტებით დასახმრებლად. – საკვებ პროდუქტებს მარტოხელა მოხუცებს მერია მიუტანს. კახი კალაძემ ბიზნეს სექტორსაც მოუწოდა ჩაერთონ ამ ღონისძიებაში.
  • ზონალურ – საათობრივი პარკირებაზე გადასახადი უქმდება, მანამ სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

გარდა ამისა, თბილისის მერმა ბრიფინგზე, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარებები, რომლებიც გუშინ გიორგი გახარიამ წარმოადგინა, კვლავ ჩამოთვალა:

  • 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებული პირები – ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 200 000–მდე.
  • კომუნალური გადასახდების ხარჯების სუბსიდირება 4 თვის განმავლობაში – სუბსიდირება იანვრიდან–თებერვლამდე მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება.
  • 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგა – იანვრიდან–ივნისის თვემდე, 6 თვის განმავლობაში, ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა 125 000 ადამიანია.
  • 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ 6 თვით (იანვარი –ივნისი) – 0–დან 100 000 სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები, 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვით. სავარაუდოდ დახმარება შეეხება 24 000 ოჯახს.
  • 100 ლარიან დახმრებას მიიღებენ შშმ პირები– 18 წლამდე მკვეთრად გამოხატული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, იანვრიდან–ივნისამდე. ბენეფიციარების რაოდენობა – 43000 პირი.
  • სესხების გადავადება – ისეთ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა საქმიანობა იზღუდება.შუამდგომლობას ამ ადამიანებს ბანკებთან, კალაძის თქმით, მერია გაუწევს.
  • ბიზნეს სექტორისთვის 1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება – დეკემბრიდან–მაისამდე, ბენეფიციარი 33 000 ბიზნეს კომპანია და 425 000 პირი იქნება.
  • 2021 წელს ქონების გადასახადებისგან გათავისუფლდება – ტურიზმის სექტორი, სასტუმროები და რესტორნები.
  • ტურიზმის სექტორი, 2020 წლის ბოლო 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.
  • რესტორნების და სასტუმროების სესხების სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში – ბენეფიციარების რაოდენობა 1400 კომპანია.
  • სესხების გადავდება, კერძო სექტორის კომპანიებისთვის, რომელთაც შეუჩერდათ საქმიანობა – ამისათვის საკრედიტო–საგარანტიო ფონდი იმუშავებს.

ცნობისთვის, ხელისუფლებამ 26 ნოემბერს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და თითქმის 2 თვე გასტანს:

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი