
"ეკონომიკა დაუყოვნებლივ არ დაიშლება, მაგრამ ბევრი ბიზნესი გაუქმდება, ჩვენ დეფოლტს მივუახლოვდებით, თუ მთავრობამ განაგრძო ასეთი უსუსრი პოლიტიკა" – ამბობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი.
გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ამბობს, რომ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვებით ბიზნესის დახურვა უმუშევრობას კიდევ უფრო გაზრდის, ხოლო მარტო რესტორნების დახურვით, ბიზნესმენის თქმით, ქვეყანას დამატებით 100 000 უმუშევარი ეყოლება.
"ახლა ვიხდით არასათანადო მენეჯმენტის საფასურს, რომელიც თებერვლიდან გვაქვს. ჩემი აზრით, მათ არ უნდა დახურონ ბიზნესი ისე, როგორც ახლა ხურავენ. მათ უნდა ასწავლონ და გააფრთხილონ ადამიანები, განსაკუთრებით მოხუცები, 65 წელზე უფროსი ასაკის პირები და ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემი აქვთ, რომ არ გამოვიდნენ გარეთ და დანარჩენები უნდა მუშაობდნენ. რადგან ბიზნესის დახურვით ისინი ხალხს უმუშევრად ტოვებენ. თქვენ იცით, რომ ისინი ყველა რესტორანს ხურავენ. საქართველოში გვაქვს 11 ათასი რესტორანი სადაც დასაქმებულია 100 000 ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ 100 000 ადამიანს ტოვებთ ქუჩაში. ", – ამბობს ფადი ასლი.
ფადი ასლის აზრით, მთავრობის მიერ გაცემული 400 ლარიანი დახმარებები უმუშევრად დარჩენილ ხალხს ვერ დაეხმარება, მთავრობა კრიზისს ვერ გაუმკლავდება, ბიზნესი კი გაკოტრებამდე მივა.
"თებერვლიდან დაწყებული კრიზისის შემდეგ, ყველა რესტორანი და სპორტული დარბაზის მფლობელი მუშაობს არა ფულის გასაკთებლად, არამედ თანამშრომლების ხელფასის და საბანკო სესხების გადასახდელად. ახლა თქვენ მოდიხართ და ხურავთ მათ, და 100 000 ადამიანი რჩება ქუჩაში და 400 ლარი, რომელსაც მთავრობა აპირებს მათ გადაუხადოს იანვრიდან, მათ არ გადაარჩენს . ეს საშინელი კრიზისია და მე არ ვფიქრობ , რომ მთავრობა მას გაუმკლავდება. რასაკვირვეველია არ მიიღებს ასობით მილიონების დახმარების საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რაშიც ეჭვი მეპარება. დიდი პრობლემები გვაქვს, გაკოტრების პირას ვართ და მრავალი კომპანია უკვე გაკოტრებულია"– ამბობს ფადი ასლი.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.
ამავე თემაზე: