"შემდეგი იქნები შენ" - მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია საგარეოსთან

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია იწყება. სამოქალაქო აქტვისტები ზალაკალიანის უწყებასთან დღეს კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად იკრიბებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც დაკავებულები მუშაობდნენ, არ პასუხობს ადვოკატებს წერილებზე და არ აძლევს საშუალებას გაეცნონ მნიშვნელოვან დოკუმენტაციას.

აქციის მონაწილეების თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ უწყებაც ჩართულია აბსურდულ და პოლიტიკურ გამოძიებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობის თავდებობით შეცვლას ითხოვენ, პროკურატურა კი სასამართლოს წინასასამართლო სხდომის გადადებას სთხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი