მოქალაქეებს თბილისში ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივი ავტობუსით ან ტაქსით ჩვეულებრივზე ორჯერ, ზოგჯერ სამჯერ მეტი დროც სჭირდებოდა. მაგალითად, მარჯანიშვილის მოედნიდან, ელბაქიძის დაღმართის გავლით, დადიანზე, გადასასვლელი ხიდთან მოსახვედრად თითქმის ერთი საათი იყო საჭირო მანქანით ან ტაქსით.
მოქალაქეები ამბობენ, რომ დიდი ჩაკეტვის მოლოდინში, იძულებული არიან, მოიმარაგონ სახლისთვის საჭირო ნივთები, პროდუქტი თუ მედიკამერნტები.
ზოგს სულაც, შესაძლოა, არ სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც ყიდულობს, რადგან არ იცის, რა დროს რა მოხდება, მეც მომიწია, ასე მოვქცეულიყავი, მაგრამ რომ მ ცოდნოდა,. ასეთი ამბავი იქნებოდა, არ ვიცი, გავბედავდი თუ არა - ამბობს მოქალაქე.
დიდი რიგები იყო მოლებთან, კრფურთან და ყველა დიდ სავაჭრო ცენტრთან.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.
ამავე თემაზე: