თითქმის 3 საათში მოქალაქეებს იმ აკრძალვებთან მოუწევთ შეგუება, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლისთვის დააწესა.  

რას ელოდება მთავრობა დახურული ქალაქებით? ეპიდემიოლოგები დღეს ამბობდნენ რომ კოვიდ შემთხვევების რაოდენობა შეზღუდვებით ვერ შემცირდება, თუმცა ერთადერთი რასაც ელოდებიან ვირუსის გავრცელების შემცირებაა. 

პაატა იმნაძის შეფასებით ახლა ვირუსი სიმბოლურად ჯომოლუნგმაზეა ასული და ზუსტად არ იციან როდის დაეშვება ვითარება მწვერვალიდან პლატოზე.

ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ხვალიდან მკაცრი შეზღუდვები ემატება. ამ ყველაფრის ფონზე კი მძიმე სიმპტომებით მოქალაქეები დროულად ვერ იღებენ სასწრაფო დახმარების მომსახურებას, საავადმყოფოებში კი თავისუფალი ადგილების დეფიციტის გამო პაციენტის მკურნალობა ხშირად სახლის პირობებში უწევთ. ამის მიუხედავად ჯანდაცვის მინისტრი ამბობს რომ კლინიკებში საწოლფონდი გაუმჯობესდა დღეს გუშინდელთან შედარებით კიდევ 100 საწოლი გამოთავისუფლდა.

ქართული ოცნების მთავრობის დამაიმედებელი პროგნოზის მიუხედავად, რადიკალურად სხვაა ექსპერტების შეფასება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნის ჩაკეტვის პარალელურად არ არსებობს გეგმა, რომლითაც სამედიცინო სექტორის გაუმჯობესება მოხდება. მთავრობა პანდემიის მეორე ტალღის დაწყებამდე, ზაფხულში უნდა მომზადებულიყო.        

შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალაში ღამის 12 საათიდან შევა. სამი კვირის შემდეგ კი ეპიდემიოლოგები დაითვლიან, რა შედეგი გამოიღო მთავრობის ანტიკორონა სტრატეგიამ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი